გიორგი კვირიკაშვილი - ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი

ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ხელისუფლებაში მისი საქმიანობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის სამშობლოს სასიკეთოდ გადადმული ნაბიჯი იყო.

“ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა და მინისტრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, პარტიის თავმჯდომარეს და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, მინდა აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი, მინდა ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის და გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა მინისტრებს, გუნდის წევრებს, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მინდა საპარლამენტო გუნდს გადავუხადო მადლობა და ასევე პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის და შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი და განვითარებული სახელმწიფო“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს