თინათინ ბოკუჩავა - არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის

არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

„პრემიერი არწმუნებდა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ყვავ-ყორნები დამტრიალებენ, არსად წამსვლელი არ ვარო. დღევანდელმა გადადგომამ, უფრო სწორად გადაყენებამ, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის არასდროს არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, ახლა უკვე ივანიშვილის მიერ გაშვებული, ისევე როგორც ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს კვირიკაშვილის დათხოვნა სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო მოუწია.

„არაფერი შეიცვლება თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. მთავარია, რომ ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას ისევე მშვიდად და ისევე მტკიცედ გააკეთებს, როგორც ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლოაში გააკეთა, როდესაც ივანიშვილს შოთაძის გაშვება, მირზა სუბელიანის დაკავება და ახლა უკვე პრემიერის გადაყენება მოუწია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა