ეკა გიგაური - განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს

მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და მიგვაჩნია, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდის გადახალისების მოთხოვნა საზოგადოებას ჰქონდა და მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს.

„მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე. ცხადია საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იუსტიციის სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ვთვლით, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდათ დაიკავოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო