სოფო კილაძე - ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით მძიმე სიტუაციაა, კვირიკაშვილის მოსაზრებით, ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა

ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, პრემიერ-მინისტრის მოსაზრება იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

“გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო