რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ შსს სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა უკომენტაროდ დატოვა

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა, რომელიც უწყებაში ხელახალი გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა.

ექსპერტმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ექსპერტი ექსპერტიზას უტარებდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ცხედრებს, ხოლო მის მიერ გაკეთებული დასკვნა განსხვავებულია დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზისგან.

უწყების შენობა დატოვა ლევან დადუნაშვილის მეგობარმაც, რომელიც ხელმეორე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. რას უკავშირდებოდა არასრულწლოვნის ხელმეორედ დაბარება უცნობია, ვინაიდან მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ამ დრომდე უწყებაში რჩება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ხელმეორედ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე პირველად დაიბარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა