ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

სარალიძე თავისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალების დამალვაში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ადანაშაულებს.

„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. მე როდესაც შევხვდი გიორგი კვირიკაშვილს, ვერ დავინახე, რომ მან ამ საქმის შესახებ რამე იცოდა და დამალა. ვინც დამალა, მათ გადადგომას ვითხოვდი. რატომ იკავებენ პოსტს, ძალიან მიკვირს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე - პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას გამოძიების პროცესში აქვს, სარალიძემ უპასუხა: „ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინგადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მართალია უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს და მოიპოვოს თავიდან მისი ნდობა. „თუმცა, ჯერჯერობით უნდობლობას ვუცხადებ“, - აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა