კახა კალაძე - გუშინ პარტიის თავმჯდომარემ მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა - ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან

რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა და მათ შორის იყო გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია საპარლამენტო გუნდთან.

“გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც. რაც შეეხება გადადგომის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა