დავით უსუფაშვილი - მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ბიძინა ივანიშვილმა

მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

უსუფაშვილის აზრით, სხვა შემთხვევაში უარესი ვითარება იქნება. „კრიზისი მწიფდებოდა, მოვიდა აქამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგომა შიდა უთანხმოების გამო, რის ნიშნებასაც ვხედავდით, რამაც ალბათ, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება განაპირობა. საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში. პრემიერ–მინისტრი გადადგა. ის, როგორც ჩანს, არ მონაწილეობს ახალ კონსულტაციებში. ის ვითარებაც, რომ მან ხაზი გაუსვა პარტიის თავმჯდომარესთან პრობლემებს, კონსტიტუცაში წერია, რომ მთავრობა მაშინ მიდის, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობასთან აქვს უთანხმოება. ჩვენ ვცხოვრობთ არც თუ მთლად კონსტიტუციურ ვითარებაში, ამიტომ მგონია, რომ სწორი იქნება დავუახლოვდეთ კონსტიტუციურ რეალობას. აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მან გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მე არ ვიცი, მას რა შეუძლია, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი, სხვა პრემიერის შერჩევით და დეფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაგრძელებით, მგონია, რომ უარეს ვითარებას მივიღებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა