სოფო ვერძეული - ვფიქრობ, შს სამინისტრო დიდ ძალისხმევას ეწევა იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიებას ნდობა ჰქონდეს

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, შს სამინისტრო დიდ ძალისხმევას ეწევა იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე, საზოგადოების ნდობა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგნელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორი სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. სოფო ვერძეულის თქმით, ისინი სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არსებული სიახლეებით და იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს.

„შეხვედრისას ჩვენი მხრიდან კითხვები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა თავდაპირველად საქმის გამოძიებას და ამ გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება მედიასაშუალებებში. ჩვენ ასევე, გვაინტერესებდა დღეს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რა არის ის სფეროები და საკითხები, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ ამ გამოძიების ფარგლებში არ არის ვიწრო ფოკუსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს როგორც მკვლელობის ნაწილს და ამ საქმეში შესაძლო სუბიექტების გამოკვეთას, ასევე, იმ მიმართულებას, რომელიც ეხება გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, იქნება ეს შეუტყობინებლობა, მოწმეებზე ზეწოლა თუ სხვა რაიმე ფორმით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ზეგავლენის მოხდენა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად არის სისტემა მზად იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დაზარალებულის უკმაყოფილებას, საზოგადოების უკმაყოფილებას ადეკვატურად უპასუხოს. ამ გამოძიების შედეგები აჩვენებს, რამდენად დაიძლევა ის კრიზისი, რომელიც სარალიძის საქმის არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას ეწევა იმისთვის, რომ ამ გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე, საზოგადოების ნდობა ჰქონდეს“, - განაცხადა ვერძეულმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ნათლად თქვა, რომ სუბელიანის თუ მორჩაძის დაკავება, თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ გამოძიებამ ვერ მოახერხა გამოკვეთოს სისტემის შიგნით ვინ იყო და რა დონეზე გადაწყდა ამ საქმის ბედი, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოძიება ობიექტურად და კვალიფიციურად არ ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა