გერმანიის ქალაქი ბიბერახი თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს

გერმანიის ქალაქი ბიბერახი ქალაქ თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომელიც ქალაქ ბიბერახიდან მოწვეულ სტუმრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გერმანელი სტუმრები საქართველოს პარლამენტში ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო მოწვევით იმყოფებოდნენ.

გელა სამხარაულმა სტუმრებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები გაცნო.

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სოციალური საკითხების მიმართულებით. თელავში არსებობს სკოლა, რომელსაც შეფობას ბიბერახის მეგობრული ჯგუფი უწევს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქართველი ფერმერების ხელშესაწყობად რამდენიმე ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები, ძირითადად, მესაქონლეობას ეხება. ვმუშაობთ ჯიშების გაუმჯობესებაზე, ასევე, ნიადაგების ლაბორატორიულ კვლევაზე“ , - განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, მიმდინარე წელს ქალაქები, ბიბერახი და თელავი მეგობრობის 30 წლიან იუბილეს აღნიშნავენ. პარტნიორობის 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად, ბიბერახში თელავის დღეები მოეწყო და საქართველოს კვირეული ჩატარდა.

გერმანელმა სტუმრებმა თბილისის და კახეთისა შემდეგ, იმერეთი მოინახულეს. დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისი სასახლე და პლენარულ სხდომასაც დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა