დავით უსუფაშვილი - დღეს მოქმედებაში ვნახეთ ის არასწორი მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ორჯერ არის ნაცადი

დღეს მოქმედებაში ვნახეთ ის არასწორი მოდელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორჯერ არის ნაცადი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების“ მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უკვე ყოფილ რემიერ–მინისტრს კონსტიტუციას ახსენებს, სადაც წერია, რომ პრემიერი და მთავრობა ვალდებულია პარლამენტის წინაშე, დღევანდელი საკადრო ცვლილება კი, უსუფაშვილის აზრით, სწორედ მთავრობის მეთაურისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პროცესები ცივილურად არ ვითარდება.

„პრემიერ–მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება, რადგან პარტიის ლიდერთან რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, არადა საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს, რომ პრემიერი და მთავრობა ვალდებულია პარლამენტის წინაშე. დღეს მოქმედებაში ვნახეთის არასწორი მოდელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მიერ ორჯერ არის ნაცადი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო