არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო

2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო, - ასეთი განმარტება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.

“რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ დაფინანსებას კერძო სექტორზე, კერძო კომპანიებზე ზეწოლით აგროვებდა. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები პირადად საქმის კურსში არც კი იყვნენ და ხდებოდა კომპანიებისგან თანხების მიმართვა იმგვარად, რომ ადამიანის გადაწყვეტილება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს