სალომე სამადაშვილი მამუკა ბახტაძეს - პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ძალიან მძიმე დანაშაულშიც

მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის ეტაპზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქმე ეხება თავად მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრაზე დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში.

დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას.

მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, რითაც თინა ბოკუჩავას შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, შესწირა თუ არა 2012 წელს 20 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ, 2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ რომ არ ჰქონოდა საშუალება პარტია ადეკვატურად დაეფინანსებინა, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აუკრძალეთ. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე საბანკო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: სალომე სამადაშვილი მამუკა ბახტაძეს - პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ძალიან მძიმე დანაშაულშიც

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს