დედაქალაქის მასშტაბით ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.

მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში.

ასევე, მათივე ცნობით, წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

„საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება, ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და მისი პრევენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას“, - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერები თბილისში შემდეგ ადგილებშია განლაგებული:

1. წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)

2. წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)

3. წერეთლის გამზ - ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)

4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)

5. ი.ჭავჭავაძის გამზირი - ბერძენიშვილის ქ.

6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.

7. დადიანის ქ. - კოხრეიძის ქ.

8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.

9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.

10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.

11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.

12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია - კინო საქართველოს მიმართულებით)

13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით

14. მარცხენა სანაპირო - ქორწინების სახლთან

15. თამარაშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა

16. ვაჟა-ფშაველას გამზირი

ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია:

1. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში)

2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)

3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)

4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)

5. ქ.თბილისი - ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)

6. ქ.თბილისი - ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიშალაში შემოსასვლელში)

ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:

1. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)

2. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)

3. მახინჯაური - (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)

4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი

6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

დედაქალაქის მასშტაბით ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით მიმდინარე წლის 9 ივლისიდან ამოქმედდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო