პაოლო ალი - ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ მეტ და მეტ პროგრესს საქართველოში, მაგრამ ცოტა მომთმენნი უნდა იყოთ

ჩვენ ყოველ ჯერზე მეტ და მეტ პროგრესს ვხედავთ საქართველოში, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო ცოტა მომთმენი უნდა იყოს.

“საქართველო ცოტა მომთმენი უნდა იყოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე, ეს არ არის უბრალო სიტყვები, ვინაიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს წინსვლას. წლების წინ სიტუაცია კორუფციასთან ბრძოლაში არ იყო ისეთი, როგორიც ახლა არის. გაიხსენეთ, იყო კორუფციის პრობლემა, დემოკრატიის პრობლემა. ამ მხრივ დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული”, - განაცხადა პაოლო ალიმ.

მისივე თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.

“რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს ვინმეს არჩევანში ჩაერიოს. მინდა აღვნიშნო, რომ ნატო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს საქართველოსთან, როგორც ახლა არის”, - დასძინა მან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა