საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტმა დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე განმარტება გააკეთა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, გიორგი მაღრაძის განმარტებით, დანის დარტყმის შედეგად ორგანოები იკუმშება, რის გამოც შესაძლებელია იმაზე ღრმა ჭრილობა დარჩეს, ვიდრე არის დანის პირი.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად შესაძლებელია 10-სანტიმეტრიან დანას უფრო მეტი - 12-სანტრიმეტრიანი ჭრილობა მიეყენებინა. ამ კონტექსტში საუბარია დავით სარალიძისთვის მიყენებულ ერთ-ერთ ჭრილობაზე.

“გააჩნია, როგორ ზედაპირზე და რა მიდამოში ხდება დაზიანების მიყენება. მაგალითად მუცლის მიდამოში მიყენებული ჭრილობის შესაბამისად, ორგანოებისა და რბილი ქსოვილების შეკუმშვის შედეგად, შეიძლება დანის პირი იყოს მოკლე, მაგრამ შეკუმშული ორგანოების გაფართოების შემდეგ, უფრო დიდი ჭრილობის არხი მოგვცეს, ვიდრე არის მიმყენებელი საგანი“, - განაცხადა მაღრაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დანა შეიძლება იყოს უფრო პატარა, ვიდრე არის მიყენებული ჭრილობის სიღრმე და ამ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანის გამოყენებაზე იყოს ეჭვი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების მოსმენა მიმდინარებს. ექსპერტების გამოკითხვა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მათ გარდაცვლილთა ჭრილობებთან დაკავშირებულ დეტალებზე და რიგ დელიკატურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, სხდომა დაიხურა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა