გრიგორი კარასინი - თბილისის აეროპორტში მომწამლავი სითხის გამოყენებასთან დაკავშირებული საქმე კონტროლზე გვყავს აყვანილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისის აეროპორტში მომწამლავი სითხის გამოყენებით მომხდარი ინციდენტის გარშემო შექმნილი სიტუაცია კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ყურადღებით ვაკვირდებით გამოძიების მსვლელობას. ქართული მხარე ჩვენ საქმის კურსში გვაყენებს, ამიტომ სჯობს, დაველოდოთ შედეგებს“, - განაცხადა დიპლომატმა.

ბრალდებულის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კარასინმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კონსული ბრალდებულს შეხვდება და მისი მოქალაქეობის საკითხი უფრო ნათელი გახდება.

როგორც ცნობილია, 2 ივლისს თბილისის აეროპორტში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სითხე დაღვარეს, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბიკოვი დააკავეს, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ბიკოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო