პროკურორი - მკვლელობის დროს მალხაზ კობაური ნასვამი იყო, ფარული მიყურადებისას მან ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებდა

პროკურორის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, უშუალოდ ბრალდებულმა მიუთითა პოლიციელებს ის ადგილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა.

ამასთან, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ ვერსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს დეტალები ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის მოხდენისას არ იმყოფებოდა.

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამინმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მითუმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება და ამ დროს მალხაზ კობაურმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომელთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას მიუთითებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა