ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დ.გ. დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და დაზარალებული თავდამსხმელს არ იცნობდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე არ არის ამბროლაურის მცხოვრები.

შსს-ს ცნობით, დანაშაული გახსნილია ცხელ კვალზე. სამართალდამცველების მიერ დამნაშავე პირის ვინაობა ცნობილია. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა