პრემიერი - წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება

წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 1000-მდე მანქანა ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა სარეალიზაციოდ. პრემიერის ინფორმაციით, გაყიდული მანქანებიდან მიღებული თანხებით მოხდება სპეციალური ავტომობილების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და ა.შ.

„გარკვეულ სტრუქტურებში, ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი. მთავრობის სტრუქტურების ცვლილების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება. აღნიშნული მანქანები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს რეალიზაციისთვის და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება. ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯები პირველია იმ იდეის გარშემო, რაც ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნას გულისხმობს.

„ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას, რომელიც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა