პრემიერი - ნატო-ს სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეგობარ ქვეყნებს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმ ფორმატისთვის უხდის მადლობას, რომელზეც საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიუსელში ისტორიული მნიშვნელობის სამიტია და საქართველოს ამ სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამიტს ბრიუსელში. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის გახდება ტრადიციული.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს