ნატო-ს სამიტის დეკლარაცია უსაფრთხოებაზე - ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, რაც აძლიერებს ალიანსს და ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას

ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათქვამია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და სოლიდარობაზე ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა “აძლიერებს ალიანსს და ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას”.

დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთი გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისთვის. “ეს ხდება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზებით, მათ შორის ყირიმის არალეგალური ანექსიით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ეწევა პროვოკაციულ სამხედრო საქმიანობას და ცდილობს შეარყიოს ჩვენი ინსტიტუტები და უთანხმოება დათესოს”,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს