მამუკა მდინარაძე - უმრავლესობამ პრემიერს განახლებული შემადგენლობა დაუდასტურა

დაისვა არაერთი კითხვა მინისტრობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და პრემიერმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხვალიდან პარლამენტი კანდიდატების განხილვას დაიწყებს.

"დღეს პრემიერმა წარმოადგინა მინისტრობის კანდიდატები, რომელსაც ხვალ დილით ოფიციალურად გაახმოვანებს. დაისვა არაერთი კითხვა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და პრემიერმა ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. ხაზი გაესვა რეფორმების აუცილებლობას, ცვლილებების აუცილებლობას, გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს. საბოლოოდ უმრავლესობამ პრემიერს განახლებული შემადგენლობა დაუდასტურა. ძალიან კარგია, რომ პარლამენტსა და პრემიერს შორის ასეთი ინტენსიური კომუნიკაციაა. პრემიერი ადასტურებს, რომ პარლამენტთან ასეთი ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა