„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრო-რაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

„პლატფორმა “თბილისის ცის ქვეშ” ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA - ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება“, აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს