დავით ზალკალიანი - ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე

გამოქვეყნდა ნატო-ს სამიტის დეკლარაცია, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმადავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ზალკალიანის განცხადებით, ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე.

„მსგავსი სახის ჩანაწერი პირველად ხდება, როდესაც არის მითითება მასპინძელი ქვეყნის ნებაზე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. დავით ზალკალიანის განცხადებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და გააჩნია ის ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

„საქართველო-ნატო-ს ერთობლივი კომისია, ასევე ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის პირდაპირ მინიშნებები ამ სამივე მთავარ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და საუბარია იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული, როგორც ასპირანტი ქვეყანა. უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას MAP-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ნატო-ს სამიტზე დაგეგმილ ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრას, რომელიც მისი თქმით, უპრეცედენტოა და ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ეს იქნება შეხვედრა, გამართული სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ამ შეხვედრას სავარაუდოდ მოჰყვება ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ვრცელი, მოცულობით და შინაარსით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ყველა ეს თემა, რომელზეც საუბარი არის კომუნიკეში ფართოდ იქნება გაშლილი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და იქ საუბარი იქნება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, საქართველოს ნატო-სთან თავსებადობას და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა