შალვა თადუმაძე - მაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები როგორც ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად, ისე სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით

პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში თადუმაძე აღნიშნავს, რომ მას აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები როგორც ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად, ისე სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

„იმ ფონზე, რა გამოწვევაც არსებობს დღეს საქართველოს პროკურატურის მიმართ, სამწუხარო რეალობაა. ეს არის საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და მეორე ესაა ის მოლოდინი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. მაქვს მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება განხორციელდეს ღონისძიებები ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მეორეს მხრივ საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად. გეგმის მიზანია, ჩამოყალიბდეს ღია სახელმწიფო ინსტიტუტი. ვგულისხმობ ერთის მხრივ პროკურატურას, რომელიც საზოგადოებისთვის ღიაა იმ კანონის ჩარჩოებში, რაც დადგენილია, რა შესაძლებლობასაც კანონი იძლევა. ეს ღიაობა აუცილებელია, პროკურორი უნდა იყოს თავდაჯერებული თავის გადაწყვეტილებებში. თავდაჯერებულობა არის ერთი მხრივ კვალიფიციურობა და მეორე მხრივ მხარდაჭერა მისი გადაწყვეტილებების, რადგან პროკურორს არაფერი აქვს გადაწყვეტილებებზე საზრუნავი, გარდა იმისა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს კანონით და მტკიცებულებით. თუ ეს ორი ეს ორი კომპონენტი გამოყენებული აქვს მას თავის გადაწყვეტილებაში, ის უნდა იყოს თავდაჯერებული, რომ ნებისმიერ დონეზე ის იქნება დაცული და უზრუნველყოფს იმას, რომ პროკურატურა იქნება სამართლიანი, ერთის მხრივ შიდა უერთიერთობებში და ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტია პროკურორისთვის, ეს არის, რომ დამნაშავეს მოექცევა სამართლიანად. თუ ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული, ბუნებრივია მაშინ პროკურატურას ექნება ნდობის მაღალი ხარისხი და მაშინ პროკურატურა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის განცდას. ვფიქრობ, ეს მარტივი მისაღწევი იქნება, თუ პროკურორები, როგორც ერთი გუნდი, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორი საქმიანობის წესით უნდა გააგრძელონ მუშაობა“,-განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა