შალვა თადუმაძე - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემს წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მომზადებული პროკურორები იყვნენ ჩემს წინააღმდეგ, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ, ჩემთვის ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ პროცესებზე უფრო მოტივირებულები არიან ქალბატონები, ვიდრე მამაკაცები, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ დღეს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. საპროკურორო საბჭო დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია მას ქალთა როლი პროკურატურის სისტემაში და განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე.

„ვიცი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, ვიცი, რომ კიდევ იგეგმებოდა გარკვეული ღონისძიებების გატარება და როდესაც ყურადღება გავამახვილე კარიერის დაგეგმვის პროცესზე, ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული კომპონენტის გათვალისწინება იმისთვის, რომ დაწინაურების, შერჩევის, ან მენეჯერულ თანამდებობებზე ქალბატონების განწესების გარკვეული კრიტერიუმები არსებობდეს.

მაღალი კლასის იურისტი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავს სასამართლოში, შესაძლებელია იყოს ქალბატონი, თუ მას შესაბამისი განათლება ან გამოცდილება გააჩნია. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ღონისძიებებს გავაგრძელებ და ამ მიმართულებით არსებულ თანამდეროვე სტანდარტებს შევუსაბამებ“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს