სოსო ბარათაშვილი - „იავნანას“ საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძეს არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და საქმის გაგრძელებას აზრი არ აქვს

საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ არავითარი დანაშაული არ არის ჩადენილი და შესაბამისად, ამ საქმის გაგრძელებას არავითარი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოპერის მომღერლის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ უნდა შეწყვიტოს გამოძიება, რომელიც საქმელმოქმედო ფინდ "იავნანას" თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება. უფლებადამცველის თქმით, ბურჭულაძეს ასეთი ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის განმარტებით, მსოფლიო ბანმა დღეს, გამოკითხვისას გამოძიებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც მისი თანხების ლეგალურობა დგინდება.

"გამოძიებას მან წარუდგინა მტკიცებულებები, ეს არის დეკლარაციები, ხელშეკრულებები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებთან დადებული, ასევე, მისი იმპრესარიოს მიერ გაცემული ცნობა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს მისი თანხების წარმომავლობის ლეგალურობას, რომელიც იყო მის ანგარიშებზე, რომ მის თანხებს არავითარი შემხებლობა არ გააჩნდა ფონდ "იავნანასთან". თვითონ ეს საქმე გვიჩვენებს, რომ პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დახუროს, რათა დასრულდეს ეს ყველაფერი. ანუ ფაქტის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ არავითარი დანაშაული არ არსებობს და შესაბამისად არავითარი აზრი არ აქვს ამ საქმის გაგრძელებას. თუ ეს საქმე გაჭიანურდება და კვლავ გაგრძელდება, როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში, რათა მათ შეისწავლონ აღნიშნულზე ყველაფერი", - განაცხადა ბარათაშვილმა.

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით პროკურატურა მსოფლიო ბანს, ფონდ "იავნანას" თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. ოპერის მომღერალი აცხადებს, რომ მისი სიმართლის დასამტკიცებლად საქმეში საერთაშორისო ექპერტებს ჩართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო