კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში დაზარალებულ მეფუტკრეებს სკები გადასცა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს 30 სკა ფუტკრის ოჯახებით საჩუქრად გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მეორე დონის კოოპერატივია, რომელშიც მეფუტკრეობის დარგის 5 კოოპერატივი „ვაშლარა“ „ორე ეტ ლაბორა“ „ლოცვა და შრომა“ „ისრითი“ „ზეკარი“ არის გაერთიანებული. ჯამში ამ კოოპერატივებში გაერთიანებულია 76 მეფუტკრე.

2017 წელს კოოპერატივ “თაფლი საჩინოს„ სამთაბაროდ გადაყვანილი 1000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა გაუნადგურა, სახელმწიფო დახმარებითა და სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივმა მეურნეობის აღდგენა შეძლო.

„სწორედ კოოპერაციამ, მისცა შესაძლებლობა კოოპერატივ “თაფლი საჩინოს“ წევრებს ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ სტიქიას და აღდგინათ მეურნეობა. სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მძლავრ სუბიექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს“, - განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს