ადვოკატი - კობაური ამბობს, რომ შეესწრო, თუ როგორ მოკლა სავარაუდოდ ორმა ლეკმა სმიტების ოჯახი და მასაც მოკვლით დაემუქრა, თუ ხმას ამოიღებდა

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიებამ დაადგინოს, ვის ეკუთვნის შავი ავტომობილი, ასევე, ვინ იყო ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა ხადას ხობაში მომხდარი მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას განუცხადა.

გირგვლიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, მალხაზ კობაურმა მას მოუყვა რეალურად, თუ რა მოხდა ხადას ხეობაში, შესაბამისად იკვეთება რომ საქმეში ფიგურირებს ორი უცხო ეროვნები მამაკაცი. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს მამაკაცები შესაძლოა ჩრდილო კავკასიელები იყვნენ.

„ბრალდებული მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღარებს. მან მომიყვა სინამდვილეში თუ რა მოხდა და რას შეესწრო. მისი საუბარი იყო ლოგიკური და სწორი, ასევე ერთმანეთთან კავშირში მყოფი.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებას „უცხოელებთან“ დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს უცხოები თქვა და არა უცხოელებიო. ეს ადამიანები სავარაუდოდ უცხოებიც იყვნენ და უცხოელებიც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ანუ როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ორი მეტრის, შავგვრემნები. აქცენტით საუბრობდნენ ქართულად. მალხაზ კობაურმა მითხრა, რომ აქცენტით მიამსგავსა უფრო ჩრდილოკავკასიელებს, აღნიშნა, რომ უფრო ლეკებს ჰგავდნენო. მან ასევე თქვა რომ ეს ადამიანები ოსებს არ ჰგავდნენო.

თავად კობაური ამბობს, რომ თვითონ იყო შემსწრე იმისა, თუ როგორ მოკლა ამ ორმა ადამიანმა სმიტების ოჯახი და შესაბამისად დაემუქრნენ მას, რომ მოკლავდნენ მასაც და მის ოჯახსაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას ამოიღებდა.

ასევე მათი მუქარა ბრალდებულისთვის იყო რეალურად აღქმადი. რაც შეეხება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენბას, მან შეცვალა ეს ჩვენაბა ჯერ კიდევ აღმკვეთი ღნისძიების სხდომაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება მას არ ჩაუდენია. და ისიც თქვა რომ ეს ორმა უცნობმა პიროვნებამ ჩაიდინა. მის მიერ დაფიქსირებულია, რომ ეს ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა შავი ფერის ავტომობილით. ავტომობილის მარკას და მოდელს, ასევე ვერც ნომერს ასახელებს, რადგანაც ის ავტომობილიდან შორს იმყოფებოდა“, - განაცხადა გირგვლიანმა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, გირგვლიანი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

მალხაზ კობაურს გუშინ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს