ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ვაკის პარკში დაპირისპირება მოხდა

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან.

უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. "დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს",- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის პარკში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ვაკის პარკში დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა