გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში

ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს ახალ სათავო ოფისში გამართულ სიმპოზიუმში - "ნატოს ჩართულობა- ბრიუსელის სამიტის დიალოგი", რომელზეც სიმპოზიუმის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს და საქართველო - უკრაინის ალიანსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა და ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების მონაწილეობით ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრებზე საქართველოს პარტნიორებთან საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკვე ის მომენტია, როცა ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, დავძლიოთ ეს დაბრკოლებები და გავერთიანდეთ იმ ერთა ოჯახში, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს.

გიორგი მარგველაშვილმა არასწორი უწოდა თეორიას, რომ საქართველოში 2008 წელს ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ამ არასწორი თეორიის არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა საქართველოს საკუთარი მისწრაფებები ღიად არ ჰქონდა დაფიქსირებული. გიორგი მარგველაშვილმა რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ნათელი მაგალითები ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების, ლიეტუვას, პოლონეთისა და სხვა მხარდამჭერი ქვეყნების, რომლებიც ახლა ნატო-სა და ევროკავშირის წევრები არიან, რომლებმაც განვლეს გრძელი მოლოდინის პერიოდი, მაგრამ არ დაუკარგავთ მოთმინება, რომლებსაც საქართველოსთან შედარებით ნაკლებად ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდათ.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, რომელიც საქართველოთი დაინტერესებულია და აქტიურად აჟღერებს საქართველოს დღის წესრიგს. მათ სურთ საქართველოს ორივე გაერთიანებაში გაწევრიანება. ასევე, ჩვენ გვაქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩეული ნათელი გზა და ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი სამიტი, მათ შორის ეს სამიტიც, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოსა და უკრაინაში მომხდარს შესაფერისი სახელი - რუსული აგრესია და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია უწოდეს. ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამასთან ერთად გვაძლევენ დამატებით ინსტრუმენტებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთი ძალისხმევის მომსწრენი ვართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ საქართველოს მხარს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტი გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებასა და განგრძობით პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ დავარქმევთ ყველაფერს შესაბამის სახელს და არ მოვექცევით პროპაგანდის გავლენის ქვეშ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა