გიორგი მარგველაშვილი - გვყავდა პრემიერი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგაპრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც პრეზიდენტმა ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, არავის დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი, მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისი თქმით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ.

„გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: "რატომ ამოჭრეს სახელმძღვანელოებიდან კვირიკაშვილის ფოტო, რა დააშავა ამ ადამიანმა ასეთი?!" - გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო