მთავარი პროკურორის პოსტზე ასარჩევად შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა

მთავარი პროკურორის პოსტზე ასარჩევად შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად წარედგინა.ბიურო ხვალინდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას თადუმაძის მოსმენისა და დამტკიცების გრაფიკთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით კი, ეს პროცედურა მომავალი კვირიდან დაიწყება.

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6-წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3-კვირის ვადაში ირჩევს. რეგლამენტის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე არჩევამდე, იურიდიულ საკიხთა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს. ამასთან, თადუმაძესთან შეხვედრის და მისი მოსმენის სურვილი უმცირესობას უმცირესობის ფორმატში აქვს.