რომან გოცირიძე - მთავარი კითხვა კანდიდატებთან იქნება ის, თუ რატომ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა მაშინ, როდესაც კერძო კომპანიებში უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ

ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ახალ გუნდში, შეიძლება წარმატებულები იარიან თავიანთ ფირმებში, მაგრამ აბსოლუტურად შეუფერებელნი - სახელმწიფომართვისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეკონომიკურ გუნდში საკმაოდ რთული ვითარებაა, ვინაიდან მინისტრობის კანდიდატებს არსებული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მთავარი კითხვა კანდიდატებთან იქნება ის, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ პოლიტიკაში მოსვლა მაშინ, როდესაც კერძო კომპანიებში უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ, ვიდრე მინისტრს აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბახტაძესთან მიმართებით მთავარი კითხვები საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებს და „ცენტრპოინტის“ საკითხს შეეხება, სადაც რომან გოცირიძის შეფასებით მამუკა ბახტაძემ უკუშედეგები მიიღო.

“წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთს აქვს მხოლოდ ერთ კომპანიაში მართვის გამოცდილება და მთელი თავისი ცხოვრება „ჯეოსელში“ მოღვაწეობდა. შეიძლება გაამართლა ამ ბიზნესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარების დალაგება შეძლოს. მეორეც ასევე ერთადერთ კომპანიაში მუშაობდა, „მაქკენზიში“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები დაინახოს. სამწუხაროდ, ყველაზე სერიოზული ჩავარდნაა ეკონომიკურ გუნდში. პრემიერთან სწორედ ამ კითხვას დავსვამთ, რატომ მოდის ეს ხალხი პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც მინისტრს ხელფასი 2000 ევრო აქვს, რაც იმ კომპანიებში, სადაც მუშაობდნენ, შეიძლება დამლაგებელს ან დარაჯს ჰქონოდა.

თავად პრემიერ-მინისტრს რომელი წარმატებული პროექტი ჰქონია ცხოვრებაში ან წარმატებული გამოცდილება?! რკინიგზაში, რომელიც გაკოტრებულია თუ „ცენტრპოინტში“, სდაც უამრავი დამიანი ამ დრომდე საკუთარი ბინების მოლოდინშია?!“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ორი დღის განმავლობაში განიხილავს და დაამტკიცებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ გაიმართება მინისტრების მოსმენა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის, ასევე საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. 14 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც მთავრობა ნდობის მისაღებად გავა. მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოში შემავალი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველ პარტიაში კი, აცხადებენ რომ მამუკა ბახტაძეს და მის გუნდს, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა