საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის შეთანხმება გაფორმდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის ხვალ ადმინისტრაციული შეთანხმება გაფორმდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის გასაფორმებლად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდისი სტუმრობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, შალვა კვინიხიძის განცხადებით, ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.

"თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს საჰაერო ტექნიკის დახმარებით ტყის ხანძრების ქრობის მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობა", - განაცხადა შალვა კვინიხიძემ.

ადმინისტრაციული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, კატასტროფების რისკის შეფასებას, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას. ადმინისტრაციული შეთანხმების მიხედვით, დიდი მასშტაბის საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირი გაამარტივებს საქართველოსათვის დახმარების გაწევას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი, ხოლო ევროკომისიის მხრიდან, ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორი მონიქ პარიატი.

ევროკომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა