კახა კახიშვილი - 100% -ით გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტოდ ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი - მე არ მიყვარს აქტიური პოლიტიკური თანამდებობა

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარე კახა კახიშვილი უარყოფს, რომ ის შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს. როგორც კახიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნული შემოთავაზება არც ყოფილა და რომც იყოს, მას პრეზიდენტობის სურვილი არ აქვს.

„100% -ით გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტოდ ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი. ამის სურვილი მე არ მაქვს, რადგან მე არ მიყვარს აქტიური პოლიტიკური თანამდებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოთავაზებაც არ ყოფილა“, - განმარტა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა