კახა კახიშვილი - რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, საერთოდ არ მესმის კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის

რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, საერთოდ არ მესმის კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ გაათავისუფლეს ის თანამდებობიდან იმიტომ, რომ გიორგი კვირიკაშვილის კაცად ითვლებოდა, ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შეფასებას არ იზიარებს.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, მე საერთოდ არ მესმის, კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის. კაცი ან კაცია ან კაცის კაცი მე არ გამიგია. არ მგონია, ვინმემ ჩათვალა, რომ ვინმეს კაცი ვარ. თუ ვინმეს კაცი ვარ, მე ვარ ჩვეულებრივად ადამიანი, რომელიც მოვიდა საზოგადოებიდან იმისთვის, რომ რამე გააკეთოს. ნამდვილად არ ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ კვირიკაშვილის კაცი ვარ“,-აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა