გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ თითქოსდა სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები. ,,ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.  გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში სტუდენტები წერდნენ, რომ პასუხები ცენტრის ოფიციალურ გვერდზე დაიდო. სამაგისტრო გამოცდები ჯერ არ დასრულებულა..

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა