იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ

ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა.

“ჩვენ შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს. განვიხილეთ მათ შორის რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე. ასევე შევთანხმდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიის ფარგლებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა