გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრობისთვის საქართველოს ტექნიკური რესურსები უკვე აქვს, დარჩენილია ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს შეთანხმება

ტექნიკური რესურსები, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის რესურსები მზადდება ნატოს წევრობისთვის, საქართველოს ხელში უკვე აქვს, დარჩენილია პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული - ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო არ შეთანხმებულა საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამოქმედო გეგმა - MAP ყველასთვის ერთია, ეს არის წევრობისთვის მომზადება, მაგრამ ბუნებრივია, სხხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა დონიდან იწყებდნენ, იმ მომზადების დონიდან, რომელიც მათ ჰქონდათ. MAP-ის შემადგენელი ორი კომპონენტია, ერთია, ტექნიკური რესურსები, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის რესურსები მზადდება ნატოს წევრობისთვის, მეორე არის ასევე MAP-ის შემადგენელი - პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განმარტა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირებულია სპეციფიკა, რომ მომზადება, რომელიც ტექნიკურ მექანიზმებს გულისხმობს, ეს პირველი ნაწილი საქართველოს ხელში უკვე აქვს. „ამ კომპონენტის შესაბამისად ვვითარდებით, ამას ვახორციელებთ ვარშავის სამიტიდან მოყოლებული, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი თავდაცვის რეფორმა და რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხით შეფასებული.

მეორე შემადგენელი არის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო არ შეთანხმებულა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ რით არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე - ყველა ეს სახელმწიფო თანხმდება, რომ საქართველო არის ოკუპირებული, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ნატოს წევრად გახდომამდე მათ უნდა მოახდინონ კონტრიბუცია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და გაღრმავების საკითხში, რომ ჩვენ დღეიდან კიდევ უფრო დაცულები ვიყოთ და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის რესურსი იყოს კიდევ უფრო ამაღლებული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო