არჩილ თალაკვაძე - კითხვები, რომელსაც პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან

პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს კვირიკაშვილის ბოლო ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიუსელში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კითხვები, რომელსაც დღეს პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. „პირადად მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ ამ კითხვებზე არის პასუხები თავად ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგიდან, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა და პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ის ბრიფინგი და განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც პრეზიდენტმა ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, არავის დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი, მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ. „გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა