გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, დღეს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს, სავარაუდოდ, დღეს, დღის პირველ ნახევარში დაიწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განუცხადა, მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს - თორნიკე რიჟვაძეს მხარს დაუჭერს. დავით გაბაიძის ინფორმაციით, საკითხი მხარეებს შორის ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ დაასახელეს. თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ გასულ კვირას დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო