კახა კახიშვილი - რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, საერთოდ არ მესმის კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის

რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, საერთოდ არ მესმის კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ გაათავისუფლეს ის თანამდებობიდან იმიტომ, რომ გიორგი კვირიკაშვილის კაცად ითვლებოდა, ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შეფასებას არ იზიარებს.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის კაცს, მე საერთოდ არ მესმის, კაცის კაცის პოზიცია, კაცობა მესმის. კაცი ან კაცია ან კაცის კაცი მე არ გამიგია. არ მგონია, ვინმემ ჩათვალა, რომ ვინმეს კაცი ვარ. თუ ვინმეს კაცი ვარ, მე ვარ ჩვეულებრივად ადამიანი, რომელიც მოვიდა საზოგადოებიდან იმისთვის, რომ რამე გააკეთოს. ნამდვილად არ ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ კვირიკაშვილის კაცი ვარ“,-აღნიშნა კახა კახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა