ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართები, თხრილები და სხვადასხვა სახის დაბრკოლებები ღია ოკუპაციის რეალურ და სიმბოლურ სახედ იქცა

მავთულხლართები, თხრილები და სხვადასხვა სახის დაბრკოლებები დღეისთვის იქცა ღია ოკუპაციის რეალურ და სიმბოლურ სახედ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ქეთევან ციხელაშვილმა სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ ტრაგედიებზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს არაერთი მოქალაქე დაიღუპა.

„მავთულხლართები, თხრილები და სხვადასხვა სახის დაბრკოლებები დღეისთვის იქცა ღია ოკუპაციის რეალურ და სიმბოლურ სახედაც. ეს არის ის დაბრკოლებები, რომელიც ჰყოფს ოჯახებს, ნათესავებს, სოფლებს, რომელიც მზარდ იზოლაციაში აქცევს ორივე რეგიონში აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლის გასწვრივაც რეგულარულად აკავებენ ადგილობრივებს და სხვათა შორის, წინა წლის სტატისტიკით, 3-ჯერ უფრო მეტი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებადზე გადმოსვლის მცდელობისას ეს, ვიდრე პირიქით. მხოლოდ ამ ერთი მაგალითიდან ჩანს აშკარად და ნათლად, რომ დაყოფისა და დაშორიშორების ეს სტრატეგია ყოველთვის აქტიურდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან მაზარდი ადამიანური ურთიერთობების პარალელურად.

ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი ადამიანის სიცოცხლის, უსაფრთხოების და უფლებების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომლის უმძიმესი გამოვლინებებიც გახლდათ ბოლო პერიოდში ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიები. მაგრამ ამავდროულად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მცხოვრებლების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა