საპარლამენტო კომიტეტებმა ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან იზორიას მოუსმინეს.

კანდიდატებმა დეპუტატებს საკუთარი გეგმები გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განახლებულ მთავრობას მხარი 34-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინაააღმდეგი იყო, ხოლო 1-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო