ბექა ნაცვლიშვილი გიგა ბოკერიას - გონებრივი თვალსაზრისით, მთელი „ნაცმოძრაობა“ რაც ხართ, იმაზე ჭკვიანი ნამდვილად იყო ტროცკი

გონებრივი თვალსაზრისით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ რაც ხართ, იმაზე ჭკვიანი ნამდვილად იყო ტროცკი, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მის გამოსვლას ტროცკისტული უწოდა.

გიგა ბოკერიას რეპლიკა ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ეკონომიკის ახალი მინისტრობის კანდიდატ გიორგი ქობულიას ხედვებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„იმ ანალიზს, რომელიც თქვენ გააკეთეთ, აბსოლუტურად ვიზიარებთ და ვეთანხმებით, მიზნებსაც, ჩვენი მხარდაჭერაც გექნებათ. უბრალოდ მაინც მაქვს რამდენიმე კითხვა. როცა ინკლუზიურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ბიუჯეტის შევსება ხდება არა მაღალშემოსავლიანების მხრიდან, არამედ დაბალშემოსვალიანების მხრიდან. რაც არ უნდა რეფორმა გავატაროთ, ეს საგადასახადო სტრუქტურა თუ არ შევცვალეთ, გადანაწილებაზე მხოლო და მხოლოდ თეორიული მსჯელობა იქნება. გადანაწილების სხვა მექანიზმი არსებობს, ესაა ბრძოლა დასაქმებულთა ორგანიზაციების მხრიდან. თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის აღმოფხვრას როგორ ვაპირებთ, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც სწრაფად განვითარდნენ, იყო დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, მაგალითად, განვითარების ბანკი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გიგა ბოკერიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის წამყვანს ჰკითხა, „რამე იდეოლოგიური ტესტი ხომ არ არსებობს, რომ ტროცკისტულ გამოსვლებზე და ნაციონალიზაციაზე ლიმიტი არ არის და სხვებზე არის“. მას შემდეგ, რაც რომან კაკულიამ ეთიკის ფარგლებში მსჯელობაზე მიუთითა, ბოკერიამ აღნიშნა, რომ არაეთიკური არაფერი უთქვამს, ვინაიდან ბექა ნაცვლიშვილისთვის ტროცკიზმი არის კომპლიმენტი.

„გონებრივი თვალსაზრისით, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ რაც ხართ ინტელექტუალური თვალსაზრისით, იმაზე ჭკვიანი ნამდვილად იყო ტროცკი, დამერწმუნეთ. ტროცკი უფრო კაი ტიპი იყო თუ „კასტილიანი“ კაცი რომ გყავდათ, რომელიც ხალხს აუპატიურებდა, ერთი ეგ მითხარი“, - განაცხადა საპასუხოდ ბექა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა