ოთარ კახიძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის წარდგენა საზოგადოების დაცინვა და მასხრად აგდებაა

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის წარდგენა საზოგადოების დაცინვა და მასხრად აგდებაა.

მისივე თქმით, წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისი კითხვის საპასუხოდ რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა.

"მე მას დავუსვი ერთი კითხვა, თუ როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, როცა არასამთავრობო სექტორი უცხადებს სრულ უნდობლობას. მან ამ კითხვას უწოდა არასერიოზული და რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა. თქვა, რომ ის ორი წელი ცდილობდა ლადო ჭანტურიას გაყვანას მოსამართლედ სტრასბურგის სასამართლოში, ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ევროსაბჭომ მას ორი კონკურსი ჩაუგდო და გამოაყოლა საშემოდგომო ორიანი. ამ ორ კონკურსში ლადო ჭანტურია საერთოდ არ მონაწილეობდა. მან კიდევ არაერთი ტყუილი თქვა. ეს ქალბატონი ივანიშვილის ფავორიტია და მართავს უმნიშვნელოვანეს სამინისტროს. მისი მმართველობის თითოეული დღე ამ სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა, თორემ მისი რემარკები მე არ მაინტერესებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა