საქართველოში “მერსედესის” წარმომადგენლობის დამფუძნებელი, დავით ძოწენიძე განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღეა ვაკვირდები პრესაში გავრცელებული მაკა ასათიანისა და მისი ადვოკატების განცხადებებს. მაქსიმალურად ვეცადე თავის შეკავება, ველოდებით „მერსედესის საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და მას შემდეგ დაწვრილებით მოვახსენებ საზოგადოებას, ყველა იმ დეტალისა და უკანონობის შესახებ რომელიც იკვეთება ამ საქმეში. მანამდე კი ძალიან მცირე ფაქტობრივი გარემოებებით შემოვიფარგლები.

მერსედესის პროექტი საქართველოში მე, პროფესიონალმა ავტომობილისტმა შევქმენი კახი ასათიანთან ერთად. ასათიანებს ერთი ცენტი ინვესტიციაც არ განუხორციელებიათ ამ პროექტში. წილების გადანაწილების პროცესი გახდა უთანხმოების საფუძველი ჩემსა და პარტნიორებს შორის და არა მათი ნარატივი თითქოს მე რამე დავაშავე და მათ მაპატიეს.

დავა ჩემი კუთვნილი 20% წილის შესახებ მიმდინარეობს უკვე 10 წელია. უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე მომაკუთვნა ჩემი 20% წილი საწარმოში.

მთელი ამ ხნის მანძილზე განცვიფრებული ვარ ასათიანების მხრიდან ჩემი მისამართით გავრცელებული ტყუილებისა და ცილისწამებების შინაარსით.ამასთან ისინი განუწყვეტლივ სპეკულირებენ თავიანთი პატივის და ღირსების შელახვაზე თუმცა თვლიან რომ ჩემი, როგორც პროექტის დამფუძნებლის პატივი და ღირსება ჩალის ფასია. არც ერთხელ ამ 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა სურვილი კონსტრუქციული დიალოგის და ჩემი არაერთგზის შეთავაზება ერთად გვეზრუნა და გაგვევითარებინა პროექტი ყოველთვის რჩებოდა შეთავაზებად. სანაცვლოდ ვიღებდი კარგად დაგეგმილ თავდასხმებს, შეურაცხყოფებს, ტყუილებს და ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ჩემს დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში.

მინდა კიდევ ერთხელ კატეგორიულად განვაცხადო, არასოდეს არ მქონია პრეტენზია მათ საკუთრებაზე, მე ვიცავ ჩემს საკუთრებაში არსებულ 20% წილს.

ამჯერად მათი ასეთი გაღიზიანება გამოიწვია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს გამოქვეყნებულმა დასკვნამ. ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა კორუფციული რისკები საქართველოს ქვედა ინსტანციის სასამართლოში და სხვა საქმეებთან ერთად განიხილა ჩვენი საქმის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. დასკვნა ეხებოდა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც გააუქმა უზენაესი სასამართლოს განჩინება და საქმის ხელახალი განხილვისათვის საფუძვლად მიიღო „ვითომ ახლად არმოჩენილი „ გარემოება . ეს იყო ოქმი, რომელიც მანამდე არსებული ყველა ინსტანციის სასამართლოს განხილვაში ფიგურირებდა და შეფასებული იყო როგორც მტკიცებულება ყველა სასამართლო პროცესზე.

ეხლა ორიოდე სიტყვა თუ როგორ ჩნდებოდა ახალი გარემოებები.

2015 წლიდან შეინიშნებოდა განსაკუთრებული აქტივობები საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან. ფალსიფიცირებული და შეთითხნილი „ახლად აღმოჩენილი გარემოებები „ ერთმანეთის მიყოლებით კონვეიერული სისტემის პრინციპით გამოდიოდა პროკურატურიდან და ასათიანები წარადგენდნენ სასამართლოში. კვალიფიციური მოსამართლეების პრინციპული მოქმედებებით მათ ვერ მიაღწიეს საწადელს, სანამ შემდეგი ახლად აღმოჩენილი გარემოება არ მოხვდა შემსრულებელი მოსამართლეების ჩაკეტილ წრეზე, რომელთაც ეწერებოდათ ჩემი ყველა საქმე.ხაზს ვუსვამ ერთი და იგივე მოსამართლეებს.

აქ გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვები, რომ ამ საქმის „დალაგებაში“ ჩემს პარტნიორებს ეხმარებოდნენ მაშინდელი პროკურატურისა და სხვა პოლიტიკური მაღალი თანამდებოbის პირები. საქმის ხელახალი წარმოების დაწყებისთანავე, საქართველოს პროკურატურამ წამიყენა ფალსიფიცირებული ბრალი, ასათიანების მიერ დაქირავებული, ჩემს თავდასხმაზე ბრალდებული და გასამართლებული პიროვნების ცემაზე. მას შემდეგ 3 წელია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული საქმეების ფაბრიკაციის მასალები მე და ჩემმა უფლებადამცველებმა უკვე გავაცანით თითქმის ყველა საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიებს. სამარცხვინოა მაკა ასათიანის ტერმინები, რომ თურმე „დაკვეთას ასრულებდა“ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სერიოზული კითხვის ნიშნები დასვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გაუგებარი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების ირგვლივ. კიდევ კარგი რომ კვალიფიციური და მიუკერძოებული ახალგაზრდები

ჯერ კიდევ არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში, რომელთა მხრებზე უნდა გაიაროს ქვეყნის განვითარების და რეფორმების პროცესებმა.

იმედით ველოდები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას,დარწმუნებული ვარ საქართველოში არ დამკვიდრდება ბიზნესის წართმევის ასეთი სამარცხვინო პრაქტიკა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა