„მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის - „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან

თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსის მობინადრეები, დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ უჩივიან და მოითხოვენ, რომ კომპანიამ მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს.

დეველოპერულ კომპანიას 11,000 კვ. მეტრის ! აშენება აქვს განზრახული, რასაც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივად და ხელოვნურად გამწვანებულ უნიკალური ხე-ნარგავებით (მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი წიწვოვანი ხეებით) დაფარულ კლდოვან ფერდობზე აპირებს, რითაც არათუ მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება, არამედ თავად მეტრა-სვე გაჟღერებულ მწვანე ქალაქის კონცეფციას და ეკოლოგიის შენარჩუნების კონცეფციას ეწინააღმდეგება.

ამის თაობაზე მობინადრეების ადვოკატი გენადი ზარანდია აცხადებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მეტრამ უკვე მოახერხა და თბილისის მერიაში შეათანხმა ორი ესკიზი. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული ესკიზები დასაბუთებული ეჭვის მაღალი ხარისხით მოტივირებულია იმით, რომ არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გვერდის ავლით მეტრამ შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია, შესაბამისად შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯია, რომ დეველოპერულმა კომპანიამ კომპლექსის მობინადრეთა აზრის და ინტერესების საწინააღმდეგოდ სცადოს სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის უფლების მოპოვება, - აცხადებს ზარანდია.

მისი თქმით, დაგეგმილი ახალი მშენებლობა ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის ღონისძიებებს, კერძოდ, სამუშაოები დაგეგმილია აქტიურად გამწვანებულ ზონაში. ნაკვეთი, თავისი მახასიათებლებით, რეალურად, სატყეო ზონის კატეგორიისაა, დედაქალაქის ახალი გენგეგმის პროექტითაც აღნიშნულ ნაკვეთზე შეზღუდულია განაშენიანება.

InterPressNews.Ge„კომპანიის მხრიდან მობინადრეების უფლებების შელახვად ვაფასებთ იმას, რომ მისი განზრახვა - ფაქტობრივად თავზე დააშენოს მათ ერთ-ერთი ესკიზით განსაზღვრული 45 მეტრიანი კორპუსები, ყველაფერთან ერთად ლახავს მათ კომერციულ ინტერესსაც. კვალიფიციურ ექსპერტთა შეფასებით დაგეგმილი მშენებლობა გამოიწვევს არსებული ბინების კომერციული ფასების მნიშვნელოვან შემცირებას.

მეტრა ყველა დაინტერესებულ პოტენციურ და არსებულ მობინადრეს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას პირდებოდა, არსად, არც სოციალურ ქსელში ან ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ასახავდა იმ ინფორმაციას, რომ თურმე გრანდიოზული მშენბლობების განხორციელება ქონდა დაგეგმილი კლდის ფერდობზე, კომპლექსის გამწვანებულ ნაწილში. ყოველივე ეს მობინადრეებში რასაკვირველია უკმაყოფილებას და დეველოპერისაგან მწარედ მოტყუების განცდას იწვევს. მათ ოფიციალური წერილითაც მიმართეს დეველოპერულ კომპანიას რომ აღნიშნულ მშენებლობას საკუთარი ინტერესების უხეშ დარღვევედ თვლიან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მას.

რა თქმა უნდა არავის სურს სამშენებლო მოედანზე წლების განმავლობაში ყოველდღიური საფრთხის მოლოდინში ცხოვრება, მით უმეტეს რომ ბევრი ჩვენგანი ძველი დეველოპერისაგან გაწბილებული 10 წელიწადი ელოდებოდა გაპრობლემებული მშენებლობის დასრულებას“, - აცხადებენ მობინადრეები.

გენადი ზარანდიას თქმით, ეს არის მთავარი მომენტები, თუმცა „მეტრა დეველოპმენტსა“ და „მეტრა პარკის“ მობინადრეების შორის ურთიერთობაში არსებობს კიდევ ბევრი სამართლებრივი თუ მორალური ნიუანსი, რომლებზეც პროცესში აუცილებლად გამახვილდება ყურადღება, თუკი კომპანია გააგრძელებს შეცდომაში შეყვანილი მობინადრეეთა ინტერესების აბსოლუტურ უგულვებელყოფას და მათი უსაფრთხეობის და ინტერესების ხარჯზე საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას.

ზარანდიას თქმით, მის მარწმუნებლებს, - მეტრა პარკის მობინადრეებს, იმედი აქვთ, რომ მერია და მისი შესაბამისი საქალაქო სამსახურები არ შევლენ შეცდომაში და კომპანიის კომერციულ ინტერესებს არ გადააყოლებენ ქალაქის და მობინადრეების კანონიერ ინტერესებს. მობინადრეების სახელით უკვე გასაჩივრებულია მერიის დადგენილებები სამშენებლო ესკიზების შეთანხმების თაობაზე და ისინი საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვას ყველა სამართლიბრივი საშუალებით ბოლომდე შეეცდებიან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა